„სამოქალაქო პლატფორმა 20/20 - წულუკიანის განცხადების შემდეგ, თითოეული ჩვენი დამკვირვებლის უსაფრთხოებაზე დღეიდან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის შეფასებით, თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება მათი ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას და დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. მათი განმარტებით, თეა წულუკიანის გამოსვლამ შესაძლოა, წაახალისოს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიმართ ძალადობა და საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები. ისინი წულუკიანის განცხადების შემდეგ, მათი დამკვირვებლების უსაფრთხოებაზე „დღეიდან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ“.

„მიგვაჩნია, რომ წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის, 29 სექტემბერს, მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ჩვენს წარმომადგენელზე გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული თავდასხმის გაგრძელება. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აქტიურად აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ დავარეგისტრირეთ სარჩელი და ვითხოვთ, ცესკო-ს სადავო დადგენილების იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილობას გამორიცხავს. ცესკო-მ სარჩელის რეგისტრაციიდან რამდენიმე საათში შეცვალა გადაწყვეტილება და ნახევარი დღით გაახანგრძლივა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის ვადა, მოითხოვონ გადასატანი ყუთით სარგებლობა. ეს ადასტურებს ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის მართებულობას. წულუკიანის განცხადების შემდეგ, ჩვენი თითოეული დამკვირვებლის უსაფრთხოებაზე დღეიდან პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას“,-აცხადებენ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთანაა აფილირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს