კონგრესმენი პრაისი - საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა - იმედი გვაქვს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატი თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საბოლოო შედეგები კი ლეგიტიმურად აღიარებული.

როგორც დევიდ პრაისი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, ამერიკის კონგრესში სწორედ ამის მოლოდინი აქვთ.

„ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, [...] სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო”, - განაცხადა პრაისმა.

ამასთან, კონგრესმენ პრაისს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, „ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებენ,“ რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდეს.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,“- განაცხადა კონგრესმენმა პრაისმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს