პრემიერი - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია,  ვერ მიაღწევენ!

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელთა თქმით, ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პოლიციელები მოახლოებული არჩევნების გამო, ოპოზიციის მხრიდან „ამორალური დარტყმების ქვეშ არიან“.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავე პირი დააკავონ.

„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია. ვერ მიაღწევენ!

დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს აყენებენ პოლიციას, ჯარს. თქვენ რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ, რომ პოლიცია შეუცდომელია. ფიქრობთ, რომ მე ვარ შეუცდომელი, ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ექიმები, პოლიციელები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ იდგნენ, ჩვენს მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ და ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეპიდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეგვემცირებინა, ეს პოლიციელები დღეს იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, უბრალოდ ამორალური დარტყმების ქვეშ არიან.

უფრო მეტსაც გეტყვით, შეუძლებელია ამომრჩეველმა არ დაინახოს რეალური მოტივი რა არის, ამას ყველა კარგად ხედავს. ესენი ის პოლიციელები და ის ექიმები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ. ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება. დღეს ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ მძიმე დამნაშავე, რომლებმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად დააკავონ. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა, ოპოზიციის კი არა. ოპოზიცია დაინტესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი “,-განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო