პრემიერი - არ მჭირდება კვლევები, ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი - ამას გრძნობენ ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის

,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას გრძნობენ ჩვენი ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Survation -ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერი არამხოლოდ ,,ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება იქნება.

,,მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ფრთხილი რიცხვებია. რასაც მე ვმოგზაურობ და 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, უკვე არ მჭირდება ეს კვლევები, ვგრძნობ, რომ ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას გრძნობენ ჩვენი ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთან ერთადაც შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში.

საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს წყანარად, მშვიდად, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენ აზრი და ეს იქნება არამხოლოდ ,,ქართული ოცნების“ არამედ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთივს, Survation-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? "ქართულ ოცნებას" - 55% ასახელებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 22 %, "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 5%, "ლელოს" - 4%,

"ევროპულ საქართველოს" - 4%, "პატრიოტთა ალიანსს" - 3%, "გირჩს" - 2%, ხოლო "ლეიბორისტული პარტიას" -2%.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს