ფიზიკურ პირებს 2019 წელს 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, 2 ნოემბრამდე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იწურება.

„შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

ამასთან, COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge.

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2020 წლის დეკლარაციის წარდგენა https://www.youtube.com/watch?v=ObXgmVYUn7A , ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE , ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1.

კითხვა-პასუხი: https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა