კახა კალაძე - როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, სტადიონზე მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ.

„როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყოფილი ფეხბურთელი, მინდა, შევუერთდე ამ მილოცვებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემ საქართველოში ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა. ამას ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც სტადიონი დაანგრიეს. დღეს მართლაც ემოციებს ვერ ვმალავ, იმდენად ბედნიერი ვარ, რადგან ის, რაც გაკეთდა, ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მინდა, "ბათუმის დინამოს", საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც მოუწევს ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაში, წარმატება ვუსურვო.

დღევანდელი ღონისძიება სხვა ფორმით უნდა გამართულიყო და აქ სხვა სულისკვეთება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მხოლოდ სიმბოლურად, ამ ფორმით მოგვიწია ბათუმის სტადიონის გახსნა. მინდა, პირობა მივცე ქართველ გულშემატკივარს, რომელსაც ძალიან უყვარს სპორტი, უყვარს ფეხბურთი, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება და სიმშვიდე იქნება როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე ევროპულ ქვეყნებში, ჩვენ აქ ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს და გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრას.

დღევანდელ ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყვნენ „ბათუმის დინამოს“ ფეხბურთელები, თუმცა მათ მაგივრად დღეს აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც მინდა მოვუხმო სცენაზე. და ბოლოს, ერთი რამეს ვიტყვი: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ამათთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა