დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელეს და სინათლეს, განვითარებასა და უკუსვლას, გარდამტეხ ცვლილებებს და ჭაობს შორის

ქვეყანაში დაგვიბრუნდა კრიმინალი და ქაოსი - როდესაც ერთმა ავტომატიანმა ადამიანმა შესაძლოა მთელი სახელმწიფო სისტემა დაამარცხოს და თავის ჭკუაზე ატაროს - ეს არის დღევანდელი საქართველო და სწორედ ამ საქართველოს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და „ევროპული საქართველო" , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.

„ხალხს აღარ უნდა ის, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში, ხალხს აღარ უნდა უკუსვლა, აღარ უნდა გაჭირვება და სიღარიბე, აღარ უნდა უმუშევრობა, უიმედობა, აღარ უნდა მუდმივი დაზაფვრა და პრობლემები ხელისუფლების მხრიდან. საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ჩვენ „ევროპული საქართველო“ - ნომერი 2, ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ამ გარდამტეხ ცვლილებებს“,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი არჩევანის დღე, როდესაც წყდება არა პოლიტიკოსების, არამედ ხალხის ბედი.

„31 ოქტომბერი არ არის რიგითი დღე, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, როცა ადამიანებს აქვთ ფუფუნება აირჩიონ სხვადასხვა არჩევანს შორის, ეს არის გადამწყვეტი არჩევანის დღე, როდესაც წყდება არა პოლიტიკოსების ბედი, არამედ ხალხის ბედი. ეს არის დღე, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას უკუსვლას, გაჭირვებას და სიღარიბეს, წერტილი უნდა დაუსვას უიმედობას და უპერსპექტივობას, ათი ათასობით ადამიანის უცხოეთში წასვლას ლუკმა-პურის საშოვნელად, წერტილი უნდა დაუსვას ხელისუფლებას, რომელმაც ჩამოშალა ინსტიტუტები და დააბრუნა ქვეყანაში კრიმინალი. 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელეს და სინათლეს, განვითარებასა და უკუსვლას, გარდამტეხ ცვლილებებს და ჭაობს შორის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო