ელენე ხოშტარია - ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია

ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა

ხოშტარიას თქმით, 31 ოქტომბერი იქნება თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ყველანაირ იარაღზე ძლიერი ქართველი ამომრჩეველია.

„31 ოქტომბერს ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. გამარჯვებით, რომელიც გვჭირდება არა ჩვენ, არამედ სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, იმ დაჩაგრულ ადამიანებს, დაჩაგრულს სიღარიბისგან, დაჩაგრულს პირდაპირი გაგებით, რომლებიც გამოკეტილნი არიან ციხეში, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მიმართა იძალადა ხელისუფლებამ, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მოუკლეს იმედი და სწორედ ამ ადამიანების გამარჯვების დღე იქნება 31 ოქტომბერი და ვერავინ ამ გამარჯვებას ვერ წაგვართმევს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იმისთვის, რომ ჩვენ, თავისუფალ მოქალაქეებს, გვქონოდა თავისუფალი არჩევნები და არჩევნების გზით განგვესაზღვრა ჩვენი მომავალი, ამას ძალიან ბევრი თაობა შეეწირა. ბევრი თაობა შეეწირა იმას, რომ დიახაც, საარჩევნო ყუთში წყდებოდეს ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ, დღეს, ყველა მოქალაქე ვართ პასუხისმგებლები ჩვენი მომავლის, მაგრამ ამავდროულად, იმ დაღუპული ადამიანების წინაშე, რომ მივიდეთ და განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, გამოვუტანოთ განაჩენი იმ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ერთ მილიარდერ, კორუმპირებულ, მოძალადე, უსამართლო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრათ, რომ არ არსებობს ქართველ ხალხზე უფრო ძლიერი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამდენი იარაღიც არ უნდა გქონდეს, რამდენი თვალიც არ უნდა დათხარო, არ არსებობს ქართველ მოქალაქეზე უფრო ძლიერი რამ.

ამ არჩევნებით, განაჩენის გარდა, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია.

ეს პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ მოქალაქეებს სურთ, ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა და სწორედ ამ მრავალფეროვნებით, ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში, იდეების ჭიდილში, ყველა აქ მდგომი პოლიტიკოსი ვიქნებით ვალდებული, რომ ვემსახუროთ ხალხს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა