ჯანმო - ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-ს განუცხადა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა.

„სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, ორგანიზაცია მომავალში ფატალური შემთხვევების მკვეთრ ზრდას არ ელოდება და ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი ის, რომ საავადმყოფოებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და უკეთ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება და მეორე, ბოლო დროს დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან და მათში დაავადების გართულება ნაკლებად მოსალოდნელია.

მარგარეტ ჰარისი აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა საფრანგეთზე, ესპანეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ნიდელანდებსა და რუსეთზე მოდის.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა