საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 33 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 523 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური ზრდაა ქვეყნისთვის 22 აპრილის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთის საავადმყოფოებში 1 194 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს, აქედან 149- რეანიმაციულ განყოფილებებში მოათავსეს.