ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში ექიმები შეაფასებენ თრომბოემბოლიაზე პაციენტის რისკს და თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დაფინანსებით, D-დიმერის ანალიზი ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.

„ყველა სასტუმროს ჰყავს საექიმო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს თითოეული იქ მყოფის რისკი, არსებობს ამის კითხვარი და ექიმებს ამის გამოცდილება აქვთ. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ თრომბოებოლიის მაღალი რისკის პაციენტებს კოვიდსასტუმროებში ე.წ. D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს