„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე დებატებია აუცილებელი, რის კონტექსტშიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან (2 ნოემბერი) "ლოქდაუნის" (ჩაკეტვა) გამოცხადებას გეგმავს.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფონის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან "ლოქდაუნის" გამოცხადებას გეგმავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა