ირაკლი კობახიძე - ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს

ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოქრიაშვილს თავისი აგიტატორებისთვის გადახდილი თანხები დეკლარირებული არ აქვს.

„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა ეს თანხები დეკლარირებული არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ბოლნისში, „ქართული ოცნების“ შტაბში ადგილობრივებს თანხებს უხდიდნენ, კობახიძე ამბობს, რომ პარტიის მისამართით მუდმივად არის ასეთი ბრალდებები, რაც კონკრეტული ფაქტიებით არ დასტურდება.

„თეორიულად არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს. გვითხარით სახელი, გვარი, ვინ რა გააკეთა, გვექნება რეაგირება. მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები და არავინ არ გვეუბნება კონკრეტულ ფაქტებს, ასეთ შემთხვევაში რეაგირება არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „არჩევნების გაყალბება არის ის პრაქტიკა, რომელიც წარსულს ჩაბარდა“.

„ჩვენ როდესაც ვიღებთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, იმ შედეგებიდან აცდენა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1-3%. თქვენ იცით, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს დაახლოებით 55 -56% რეიტინგი და გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო მხარდაჭერა არ აცდება 57-58%-ს და შესაბამისად არ ჩამოცდება ამ მაჩვენებელს 2-3%-ით. დააკვირდით და ნახავთ შედეგი რა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა