ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი კობახიძეზე - პერსონაჟი მაინც უნდა გამოცვალონ, რომ დეჟავუ არ გვქონდეს

პერსონაჟი მაინც უნდა გამოცვალონ, რომ დეჟავუ არ გვქონდეს,- ასე ეხმიანება „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ სკანდალური თემებით მანიპულირებას ცდილობს.

ირაკლი კობახიძე რომ გამოდის და კვლევებზე და მათ დამაჯერებლობაზე ლაპარაკობს, ორი წლის უკან თუ გადავახვევთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგივე ირაკლი კობახიძეა, იმავე ფრაზეოლოგიით. მე ვფიქრობ, პერსონაჟი მაინც უნდა გამოცვალონ ხოლმე, რომ ეს ასოციაცია და დეჟავიუ არ გვქონდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ორპოლუსიანობის ნაცადი ხერხი ისევ გაეთამაშებინა და ისევ სკანდალური თემებით გადაწყვიტეს მანიპულირება. გარეჯის თემა ჩაუვარდათ, პირადი ცხოვრების კადრებზე საუბრობენ და ჩავარდა, სპეცოპერაცია იყო, რომელიც უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალონ, მაგრამ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - აღარ არის ორპოლუსიანი რეალობა საქართველოში, დამთავრდა, შევეგუოთ ამას. პოზიტიური დღის წესრიგია დღეს მთავარი დაკვეთა, გამოწვევა და ამოცანა ქართულ საზოგადოებაში. ისინი კი ჩამორჩნენ დროს, რადგან ორი ვადის შემდგომ, მესამე ვადაზე რომ გიჩნდება პრეტენზია, უკვე ჩამორჩენილი ხარ და ადეკვატურად ვეღარ აღიქვამ მოვლენებს. ეს დაემართა თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ის, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც წინასაარჩევნოდ მსგავს მანიპულირებასთან იყო დაკავშირებული, სრულად გადაიღო „ქართულმა ოცნებამ“.

„ეს არის ამაზრზენი, რადგან ეს არის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკას დასდევს თან უკვე რამდენი წელია -9+8 წელი. მგონი ამომრჩევლისთვის ესეც ნიშანი უნდა იყოს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ისე მოძველდა თავისი მეთოდებით, რომ არ შეიძლება მათთვის სრული ძალაუფლების ჩაბარება, არც იმ პრეტენზიის გაზიარება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნების“ მმართველობის 8 წლის ფონზე გაუჩნდა, რადგან ის მეთოდებს, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ აზიანებს, რყვნის და ცნობიერებას არღვევს ქართველი ამომრჩევლის და საზოგადოების. ამიტომ ეს სიმახინჯე უნდა დამთავრდეს,“- განაცხადა ჩიხრაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს