ოთარ კახიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას „პანიკურ ბოდვას“ უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს“ „პანიკურ ბოდვას“ უწოდებს.

„ეს არის სრული ბოდვა. არჩევნებს აგებენ და პანიკაში არიან. ვურჩევ, მშვიდად შეეგუონ მარცხს, ზედმეტი გართულებების გარეშე. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს და შემდგომ მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. პანიკურ ბოდვაზე სერიოზული წიაღსვლები არ მიმაჩნია მიზანშეწონილად!“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ოთარ კახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.

„ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს