შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხომასურიძის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თამაზ ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა, ექსპერტიზის გამო, ის შესაძლოა, გადაიდოს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა