რომან გოცირიძე - როგორც ანდაზა ამბობს, „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს“, ფსკერგამომძვრალი კოკაა „ქართული ოცნება“

„კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს“, ფსკერგამომძვრალი კოკაა „ქართული ოცნება“ და მათი ნაცადი ხერხი ყოველთვის ვერ მოიტანს შედეგს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. კერძოდ, სურს ერთდროულად მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზება და პრობლემებიდან ამომრჩევლის ყურადღებაც გადაიტანოს. თუმცა, გოცირიძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მეთოდები მოუძველდა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ის ოლქები დაასახელეს, სადაც მათივე კვლევითაც კი, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ, ამიტომ ძალიან არიან შეშინებული და ეს ყველაფერი ამორმჩევლის დასაზაფრად სჭირდებათ. მსგავს მეთოდებს ისინი ყოველთვის მიმართავდნენ. წინასაარჩევნოდ გამოაგდებდნენ ხოლმე დამონტაჟებულ ჩანაწერებს, აღძარავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ 2016 წელს თარგამაძის აფეთქება მოხდა, საშინელი კამპანია აწარმოეს, უკიდურესად უღირსი და ჭუჭყიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაფრის კადრების ისტორიები გვახსოვს. ახლა უნდათ, რომ ყურადღება გადაიტანონ პანდემიასთან ბრძოლის სრული კრახიდან, ეკონომიკის ჩამოქცევიდან, მძრაცველის წარუმატებელი დევნის დამამცირებელი ისტორიიდან და სურთ, წინასაარჩევნოდ კვლავ მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაცია, მაგრამ როგორც იტყვიან - მოუძველდათ მეთოდები.

როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს“, ფსკერგამომძვრალი კოკაა „ქართული ოცნება“ და მათი ნაცადი ხერხი ყოველთვის ვერ მოიტანს შედეგს. ასეთი განცხადებები კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა