სოსო რობაქიძე - „ნაცმოძრაობასა" და მის სატელიტ პარტიებს ვეუბნები - ხელისუფლებაში ვერ მოხვალთ, თუ რამეს დააპირებთ, 3 დღეში „გაგაფარჩაკებთ“

„ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტ პარტიებს ვეუბნები - ხელისუფლებაში ვერ მოხვალთ, თუ რამეს დააპირებთ, სამ დღეში ისე „გაგაფარჩაკებთ“, რომ ნამდვილად გამოჩნდებით, როგორც დამნაშავე პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთი პატარა პროვოკაცია და თავის თანამოაზრეებთან ერთად ვერც „ოცნება“, ვერც კანონი ვეღარ შეაჩერებს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს ვეუბნები - თუ თქვენ რამეს დააპირებთ, ჩვენნაირი ხალხისგან 100 000-იანი მიტინგები გქონდათ და დაიმახსოვრეთ, სამ დღეში ისე „გაგაფარჩაკებთ“, რომ როგორც დამნაშავე პოლიტიკური პარტია ნამდვილად გამოჩნდებით. ერთი პატარა პროვოკაცია და ვეღარ გაგვაჩერებს, ვერც „ოცნება“, ვერც კანონი გამოვათ და სადაც სწორია იქ დავდგებით და ბარემ, ბოლომდე ბოლოს მოგიღებთ! შეეგუეთ, არჩევნებს აგებთ! მკვლელები, ხალხს რომ ართმევდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ, ასეთი ხალხი ხელისუფლებაში არ და ვერ უნდა მობრუნდეთ! ვინც უნდა ის მოვიდეს, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, თქვენ ვერ მოხვალთ! ერთი ბოდიში არ გაქვთ მოხდილი, რომც მოხვიდეთ, თქვენ მაინც გადაგაგდებთ მერე, ერთი წელიც არ დაგვჭირდება“, - განაცხადა რობაქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა