სერგი კაპანაძე - ბატონი კობახიძე არის მატყუარა - არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება, ამ შაბათს ისინი ძალიან წყნარად წააგებენ არჩევნებს და ეს ისტორია ასე მორჩება

„ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა რაიმე კვლევა IPM-თან.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ნაცადი ხერხი გამოიყენოს, რომ ოპოზიციას შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა დააბრალოს.

„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, „ევროპულ საქართველოს“ IPM-თან არანაირი კვლევა არ ჰქონია. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროვეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს. როგორც ჩანს, ახლა მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და ბოდვები.

არაფერი გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა არ იქნება, ძალიან წყნარად ამ შაბათს, ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ტყუილები დარჩება ისტორიას, როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საბჭოური სტილის მართველობა უნდა რომ ჰქონდეს ივანიშვილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

„რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს" ეხმაურება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა