გიგი უგულავა - შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ და სისულელეს იგონებენ

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არჩევნებში წაგების ეშინია. უგულავას თქმით, ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით ცდილობს დამალოს, რომ არჩევნებს აგებს.

ამასთან, უგულავას განცხადებით, ორშაბათიდან ხელისუფლებას ქვეყნის სრული ჩაკეტვა სურს, რათა მეორე ტურში მანიპულაციები მოხდეს.

„შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე. ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, არამედ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით. თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა. ამიტომ, დაუშვებელია, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ქვეყანა კვლავ ჩაკეტოს. ყველა იდიოტური განცხადება, რასაც დღეს, ხვალ და ზეგ მოვისმენთ, დაკავშირებული იქნება ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, რათა შემდეგ არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინონ. ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება“, - განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს