ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის მოღალატე, ტერიტორიების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!

ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

“31 ოქტომბერს პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ძლიერად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აქვე თავდაცვის მინისტრი მის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაწერილ მიმართვას აზიარებს, სადაც საზოგადოებას მიმართავს, ერთად დადგეს და საბოლოოდ უარი უთხრას “მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის