ვანო მაჭავარიანი კობახიძის განცხადებაზე - „ქართული ოცნება“ ისევ ძველი სცენარით მიდის - ვურჩევდი, კონცენტრირდნენ ამომრჩევლის საჭიროებებზე, ვიდრე კონსპირაციების თეორიების შემოტანაზე

„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ისევ ძველი სცენარით მიდის, რომ ოპოზიცია არის, მათი თვალსაზრისით, დესტრუქციული, ქვეყნის მტერი და მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ამ ქვეყნის პატრიოტი, - ასე აფასებს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია „შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს“.

მაჭავარიანის აზრით, კობახიძის ამ განცხადების მიზანი აჟიოტაჟის შემოტანაა.

„ეს არასწორია. დაბრალება ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგაა, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვისაა“ დამაზიანებელი. ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც დიდი ნდობით არ გამოირჩევა, აჟიოტაჟის შემოტანა უნდა და დარწმუნებული ვარ, არასერიოზულად იქნება აღქმული. მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს ამომრჩევლის საჭიროებებზე, ვიდრე კონსპირაციების თეორიების შემოტანაზე - იქნება ეს რევოლუციური შტაბები, დავით გარეჯი, თუ სხვა ძალიან არასერიოზული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. „იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს“,- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს