მამუკა მდინარაძე - ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის წარმატებაზე ფიქრობს თუ არჩევნებზე მოვა, „ნაცმოძრაობა", რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, საბოლოოდ დაიშლება

გაძლევთ პირობას, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს თუ არჩევნებზე მოვა, „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცმებამ" ამ არჩევნებზე, „დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი დაიჭიროს“.

„ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვინც განვითარებასა და ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს ამ მიზნით „ქართულ ოცნებას" უჭერს, უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და გაცილებით დაბალი იქნება მთავარი ოპოზიციური მავნებელი პარტიის საარჩევნო შედეგი. გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა", რომელის ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი. შედეგად, ოპონირებაც უფრო საქმიანი იქნება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდაჭერს, მთელი შემართებით ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ უსაფრთოხების მაქსიმალური ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. აქ საშიშროება ნულის ტოლია და ხმა მივცეთ წინსვლასა და წარმატებას", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა