სერგი კაპანაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს

ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს,- ასე აფასებს „ ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თქმით, „ქართველი ხალხი იმსახურებს ხმა მისცენ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში“.

კაპანაძის თქმით, პირველ რიგში, ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რადგან სწორედ მმართველი გუნდი იყენებს არჩევნებში უკანონო მეთოდებს.

„კელი დეგნანის ეს განცხადება ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ იგულისხმება სწორედ ხელისუფლება, რადგან სწორედ ხელისუფლება და „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყენებს უკანონო მეთოდებს, იყენებს ძალადობასა და მოსყიდვას. ამით ოპოზიციური პარტიები დაკავებულები არ არიან, „ევროპული საქართველო“ ნამდვილად ამაში შემჩნეული არ ყოფილა და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში, ისევე როგორც არჩევნების დღეს, ხელი არ წაუცდეს და არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა