რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გვაქვს ინფორმაცია, რომ ყარაბაღში 2 000-მდე ტერორისტი 600 დოლარის სანაცვლოდ იბრძვის

ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ სირიიდან ყარაბაღში მებრძოლებს ვაგზავნით. ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ყარაბაღში YPG/PKK-ის („ხალხთა დაცვის რაზმებისა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“) 2 000-მდე ტერორისტი 600 აშშ დოლარის სანაცვლოდ იბრძვის, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ყურადღება რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც გაამახვილა.

„პუტინმა მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დარწმუნებული ვარ, პუტინი ამ ტერორისტებს არ წაახალისებს, მაგრამ მან ამის შესახებ ფაშინიანს უნდა უთხრას,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს