ბადრი ჯაფარიძე - კობახიძის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების მიზანია, დააშინოს ადამიანები არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მიუღებელი და დასაგმობია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს.

ჯაფარიძის შეფასებით, ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომლის მიზანი ამომრჩევლის დაშინება და დაძაბულობის შექმნაა.

„კობახიძის მხრიდან ეს მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომლის მიზანია, ახალი დაძაბულობა შეიტანოს წინასაარჩევნო გარემოში, დააშინოს ამომრჩეველი, ადამიანები სრულიად არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე.

ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია, რასაც ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები ახორციელებენ. ვგულისხმობ მათ განცხადებებს და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულებას, თითქოს ისინი აფილირებული არიან ოპოზიციასთან და არჩევნებს გააყალბებენ. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოაჩენენ ისე, თითქოს დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული, ეს სრული აბსურდია. დღეს მორიგი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება ვნახეთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

„რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო