გიგი უგულავა - ზუგდიდში ჩიქოვანის და „ოცნების“ შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს - ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მოსყიდვებზე საუბრობს. უგულავას თქმით, ივანიშვილი არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. როგორც უგულავამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება არც კარტოფილზე, არც ღვინოზე, არც ზეთზე და არც წიწიბურაზე.

„არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებითა და ზეთით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა მოფინა, რომ დღესაც დაიწყეს უკვე იგივე. დაიწყეს დაშინება, სიპებისა და აიპ-ების თანამშრომლები დარბიან ვირთხებივით აქეთ-იქით, აშინებენ და ემუქრებიან ადამიანებს. დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, როდესაც დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანისა და „ოცნების“ შტაბიდან. ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება 31 ოქტომბერს. ნახავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებსა და წიწიბურაზე“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა