მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე - შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს „ლოქდაუნს“, ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას ეხება ტყუილია. ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ხალხის მოტყუებას ცდილობენ.

„მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, ხალხი როგორ უნდა მოატყუო, „ევროპულ საქართველოში" დასხდნენ და თქვეს: მოდი ახლა ეს დავაბრალოთ.

რაც შეეხება დებატებს, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან წარმოდგენილი იყო, რომ დებატები ჩატარდეს. ანუ, მაგალითად, მე თუ დებატებში მივიდოდი, ცხრა მეათედი „ნაციონალურ მოძრაობასა“და მის კლასტერს უნდა ელაპარაკა და მე ხელისუფლების წარმომადგენელს ერთი მეათედი უნდა მქონდა, ამ ფორმატზე არასოდეს დავთანხმდები. შეუძლებელია, რომ 9 წუთი ამ მავნებლობას უსმინო და და შემდეგ 1 წუთი პასუხი გასცე. ამიტომ მსგავს ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე დებატებია აუცილებელი, რის კონტექსტშიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.

იხილეთ ვიდეო: მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" განცხადებებს პასუხობს

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა