პრემიერი - გლობალურმა პანდემიამ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა - ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია

თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილს წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.

„გლობალურმა პანდემიამ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან როდესაც ვზრუნავთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების გაჩენაზე. ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია. ამიტომ გავაგრძელებთ გზების დაგებას, უნივერსიტეტების მშენებლობას, საფეხბურთო სტადიონების გახსნას და მშენებლობას, ყველაფერს ამას ერთად გავაკეთებთ.

უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შემდგომი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად გაიღებს მინიმუმ 20 მლრდ ლარს.

ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ როგორი სიახლე, ცხოვრების კომფორტული გარემო იქმნება თბილისში. თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე. თანაბარი პირობები უნდა გვქონდეს ყველა მოქალაქისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა