ადვოკატის განცხადებით, თამაზ ხომასურიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ისეთ მდგომარეობაში ჩაიდინა, როცა ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ხომასურიძის ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი განმარტავს, ექსპერტიზის შედეგი დაახლოებით, ორ კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა თამაზ ხომასურიძე დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

მამუკა ბასილაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, თამაზ ხომასურიძემ სიტყვით ისარგებლა და მან ყველას ბოდიში მოუხდა, თუკი, ვინმეს აწყენინა. ადვოკატის თქმით, ხომასურიძე ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ისეთ მდგომარეობაში აქვს ჩადენილი, როცა ვერ აცნობიერებდა თუ, რას აკეთებდა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო