მამუკა კაციტაძე - არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვიღაცას თითი დაადო და მოახდინო მთლიანად ოპოზიციის დემონიზება, პოლიტიკური ალღოს დეფიციტის ამბავია

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვიღაცას თითი დაადო, მოახდინო მთლიანად ოპოზიციის თუ რადიკალური ოპოზიციის დემონიზება და ისედაც დაზაფრულ საზოგადოებას სახელისუფლო ტრიბუნიდან შეიარაღებულ ამბოხზე დაუწყო საუბარი, პოლიტიკური ალღოს დეფიციტის ამბავია, - ასე აფასებს პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

როგორც კაციტაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოში სახელისუფლო პარტიებს ახასიათებთ, როცა არჩევნების მოახლოებისას შიშის აურას ქმნიან და ცდილობენ, გაამართლონ ანდაზა -„შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ლხინს“.

“არ ჩანს, რა ჰორიზონტზე მათთვის სასურველი 60%, დაინახეს რა, რომ მათი მდგომარეობა რთულია, დაინახეს რა, რომ პოლიტიკა აღარ არის შავ-თეთრი, დაინახეს რა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაკრეფილი შუა, ძალიან გაძლიერებულია და ახალი ძალა გაჩნდა, რომელიც შემოდის ორთა შუა მდგომარეობაში, უნდათ დაძაბული ველი შექმნან“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. “იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს“,- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს