სერგი კაპანაძე - მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ „ფეისბუქს“, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდები

მამუკა მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ „ფეისბუქს“, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ათასობით გვერდი, რომელიც პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოავლინეს.

„ეს გვერდები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ, მათ შორის ცნობილი გვერდებია, რომელთაც ასეული ათასი მოწონება ჰქონდათ და რომლებიც აქტიურად ავრცელებდნენ სამთავრობო პროპაგანდას.

ახლა ისინი ოპოზიციურ პარტიებს რაღაცას აბრალებენ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ მან ერთად მოგვიხსენია „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ევროპულ საქართველოს“, გარდა იმისა, რომ უბრალოდ მოიხსენიებს ამ კონტექსტში, არანაირი ყალბი ანგარიში ან ესეთი ტიპის საინფორმაციო პოლიტიკა, უბრალოდ არ აქვს და ამაშიც ჩანს როგორი მატყუარები არიან.

მესმის, რომ მათი ამოცანაა, ყველა ოპოზიციური პარტია გაასაღოს „ნაციონალურ მოძრაობად“, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ ეს მათი ნარატივი, პროპაგანდა, რომ ყველა „ნაცია“, უბრალოდ ჩვეულებრივი ტყუილია და არცერთი ფაქტი, რომელიც მათ მოიყვანეს „ევროპულ საქართველოსთან“ მიმართებაში, არცერთი კონკრეტული არგუმენტი და ფაქტი არ დასტურდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი „ფეიკ ექაუნთი“ და „ბოტი“ გამოავლინეს.

მისი თქმით, „ფეისბუქში“ დაახლოებით 20 ჯგუფი და 60-მდე გვერდია ოპოზიციასთან დაკავშირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს