სერგი კაპანაძე - ბოდვაა ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ

ბოდვაა ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები რევოლუციურ გეგმას ამზადებენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი ხიფათი არის ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან გამოცხადდეს ქვეყნის სრული ჩაკეტვა.

„ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, ეს არის ბოდვა. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის, რომ არჩევნების გზით, შაბათს, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ამაზე ვართ ორიენტირებული ყველა, რომ მერე მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ახლა საუბარი იმაზე და მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი, ხავსს ეჭიდებიან, იქნებ ხალხს დააჯერონ, რომ თურმე რაღაც არეულობა და დესტაბილიზაცია მზადდება.

რეალურად კი ყველაზე დიდი ხიფათი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ორშაბათიდან, ეს სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს „ლოქდაუნს“, ქვეყნის ჩაკეტვას და აპირებს ამას არა ჯანდაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ იცის, რომ შაბათს მარცხდება არჩევნებში და მერე მეორე ტურები ექნება, რომლებშიც ასევე დამარცხდება და სურს, რომ იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რათა მეორე ტურებში ჰქონდეს უპირატესობა კამპანიის კუთხით. ეს მას არ გამოუვა, შაბათსაც დამარცხდება და არანაირი „ლოქდაუნი“ არ იქნება, სხვანაირად მივხედავთ ჩვენ პანდემიას, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული“, - განაცხადა კაპანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს