გიორგი ბარამიძე - მაგრად აეწვათ, რადგან ოქრიაშვილს სერიოზული პოზიციები აქვს - მთელი "ქართული ოცნება" მარტო ფულზე არ დგას? ვისზე ლაპარაკობენ ეს უტიფრები

მთელი „ქართული ოცნება“ მარტო ფულზე არ დგას? აბა რაზე დგას? რის გარშემოა შემოკრებილი? , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი, როდესაც ფულის დარიგებაზე ლაპარაკობს, უტიფარია, რადგან მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, გახარია და სხვები რუსეთში ფულებს აკეთებდნენ, ის აფხაზეთში იბრძოდა.

„ხომ ყველამ ვიცით, ფულს ვინც არიგებს? ოქრიაშვილი აეწვათ, იმიტომ რომ ბოლნისის რაიონში ერთ-ერთ დასაყრდენად ეგულებოდათ. ოქრიაშვილი მათგან იმიტომ წამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში დაინახა, რა მავნებლებთან და მოღალატეებთან გვაქვს საქმე. მაგრად აეწვათ, რადგან ოქრიაშვილს იქ სერიოზული პოზიციები აქვს. მთელი "ქართული ოცნება" მარტო ფულზე არ დგას? აბა რაზე დგას? რის გარშემო არიან, შემოკრებილი? ჩვენ რომ აფხაზეთში ვომობდით ეგ გია ვოლსკი სად ეგდო? ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულებსაა მიწებებული? სხვები - ბიძინა ივანიშვილი და გახარია სად ეგდო? ჩვენ, რომ აფხაზეთში ვომობდით, ისინი რუსეთში ფულებს აკეთებდნენ. ამიტომ რაზე და ვისზე ლაპარაკობენ, ეს უტიფრები“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისი ერთ-ერთი ოლქია, სადაც მმართველ გუნდს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან უწევს, რომელსაც, კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი არიგებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს