გია ვოლსკი - უკრაინაში რომ არის დიდი საბურავი, ის ამბობს, რომ არჩევნების გზა არ არის მისაღები - იქნება სავსებით უსაფუძვლო გამოსვლები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალს სისხლის გარეშე ვერ ხედავს.

როგორც მან გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის „სადიზმის მექანიზმები განახორციელოს“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, ადრეული ჩანაწერები საიდუმლო, კანონიერი თუ უკანონო მითითებები, ფაქტები, ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც სადიზმში გაატარეს თავისი მმართველობის პერიოდი, მზად არიან კვლავ სადიზმის მექანიზმები განახორციელონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ 8 წელია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებისთვის ემზადება, შესაბამისად მათ „ ერთი საბურავი უნდა ეპოვათ სადღაც, ან ერთი ჟანგიანი თოფი“. გია ვოლსკის თქმით, „დიდი საბურავი რომ არის უკრაინაში ის ამბობს, რომ პირდაპირ არჩევნების გზა არ არის მისაღები ჩვენთვის“.

ამასთან, გია ვოლსკი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უსაფუძვლო გამოსვლები დაიწყება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. პარტიის წევრები "დაიჩემებენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აპირებს“.

„თქვენ გგონიათ გვიხარია, რამე რომ მოხდეს? თუ არ მოხდება, რა არის ამაზე კარგი. გეუბნებით, რომ იქნება სავსებით უსაფუძვლო გამოსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უფრო მეტი ხმა ეკუთვნოდათ და მიიღეს ნაკლები. თან ამ ადამიანების ზნე-ჩვეულებები ვიცით, ფსიქოტიპებიც და მათი განცხადებები 2014 წლიდან. აქედან გამომდინარე იქნება იმის დაჩემება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აპირებს. როგორ, რატომ, რისთვის?“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა