ირაკლი კობახიძე - რევოლუციური სცენარების შესახებ “ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად საუბრობს, მაგრამ უნიათო რევოლუციონერები არიან

რევოლუციური სცენარების შესახებ “ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად საჯაროდ საუბრობს, მაგრამ უნიათო რევოლუციონერები არიან, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.

როგორც კობახიძემ განმარტა, რევოლუციის მოწყობა არ გამოსდით, რადგან “რევოლუციის, დესტრუქციისა და დივერსიის მოწყობას ზუსტად ის რესურსი სჭირდება, რაც არჩევნების მოგებას“.

“ეს არის ხალხის თანადგომა და ხალხის მხარდაჭერა. ბუნებრივია, ამ კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას ზუსტად ეს აკლია - საზოგადოების მხარდაჭერა. მათ იმ განზრახვის განხორციელების რესურსი არ აქვთ, რაზეც საუბრობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, პროცესებში დესტრუქციის შემოტანა შეუძლიათ - მაგალითად, არჩევნების დღეს ისეთივე პროვოკაციების მოწყობა, როგორსაც წინა კვირების განმავლობაში აწყობდნენ. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტების თავიდან აცილება მაქსიმალურად მოვახერხეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა