ენტონი ფაუჩი - შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან დარწმუნებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება", ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ.

”თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას",- აღნიშნა მან.

ამასთან, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური დანაკარგების შიშმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ქმედებებზე.

"რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ”,- დასძინა მან.

მისივე თქმით, ნიღბების ტარების გამო ხალხს დასცინოდნენ.

ფაუჩის განცხადებით, მტკივნეულია იმის ყურება, როგორი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა