გერმანიაში კორონავირუსის 16 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 89 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 16 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 481 013-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას Guardian-ი რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ვირუსს გერმანიაში კიდევ 89 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 272-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში 2 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს