მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოხდება კომუნალურების ანზღაურება იგივე პრინციპით, რაც იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში.

„ეს იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს გახლავთ კომუნალურების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვე და შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან მატ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა