პრემიერი - ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება

ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საარჩევნო უბნებზე სრულად იქნება დაცული რეგულაციები.

„ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგიების მიერ იყო დადგენილი. ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება საქართველოში”, - აღნიშნა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო