როგორ განაწილდება მანდატები პარლამენტში პარტიებს შორის - საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. ბლოკებისთვის კი, ბარიერი მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენი პარტიაც არის ბლოკში გაერთიანებული, ბარიერიც იმდენი პროცენტია.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების დადგენის წესს, საარჩევნო კანონმდებლობა ასეთ ფორმულას ითვალისწინებს: - პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა 120-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე იყოფა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და ბლოკებზე განაწილდება.

ამასთან, 2020 წლის პარლამენტისთვის ე.წ. “ჩამკეტი სისტემა“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, თუკი პარტია პროპორციული სისტემით ხმების 40%-ს და უფრო ნაკლებს მიიღებს, უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს. ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმის“ გათვალისწინებით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო