ეკა გიგაური - სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტზე გამოძიება 59 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 6 შემთხვევაში შეწყდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ზეწოლა და მუქარა უმეტესწილად განხორციელებული იყო იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ან აქტიურობდნენ ოპოზიციის სასარგებლოდ.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ოქტომბრის მონაცემებით, სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტზე გამოძიება 59 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 6 შემთხვევაში შეწყდა.

„20 ოქტომბრის მონაცემებით, 59 შემთხევაშია გამოძიება დაწყებული, აქედან 53 შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს. 6 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა და დაახლოებით 9 პირის პასუხისმგებლობა დადგა. გასაგებია, რომ გამოძიებას სჭირდება დრო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ფაქტები ხშირად იყო გადაღებული ვიდეოზე და შესაძლებელი იყო იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც იყო ამაში ჩართული“, - განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, კიდევ ერთი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში ის იყო, რომ რიგი სოციალური პროექტებისა, წინასაარჩევნო მიზნებით იყო მოტივირებული.

„ნაწილი სოციალური პროექტებისა, გასაგებია, რომ იყო საჭირო ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა ახსნილიყო, რომ ეს მომდინარეობს გადასახადების გადამხდელების ფულიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პარტიიდან. ზოგი ნაწილი ამ პროგრამების იყო საარჩევნოდ მოტივირებული და ეს იყო პრობლემა. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ შემოსავლების დაახლოებით ნახევარი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“შ ემთხვევაში ძალიან კარგად დალაგებული სქემა იკვეთებოდა, როდესაც კონკრეტული კომპანიები იღებდნენ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს და ამის შემდეგ მათთან დაკავშირებული პირები სწირავდნენ „ქართულ ოცნებას“. ამასთან დაკავშირებით რეაგირება ჩვენ არ გვინახავს, შესაბამისად, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს