გია ვოლსკი - სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, ელოდება თავის ჯერს და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ ობიექტურ შეხედულებას

სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას,-ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ქაოსური სიტუაცია შექმნას, რათა ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს.

„არის ერთი საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო. ყველა შეხვედრის დროს ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტი.

ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები იმისთვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქაოსური სიტუაცია შექმნან, იქნებ ამ ქაოსსა და ამღვრეულ წყალში გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან, რა არის ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები“,-განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, ხალხი დესტრუქციულ ძალას მხარს არ დაუჭერს.

„საზოგადოების უშველებელი ნაწილი მობილიზებულია იმისთვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი გვიქადის“,-აცხადებს ვოლსკი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს