გიორგი ვაშაძე - მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რაც არ უნდა შეეცადოთ, არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას

“სტრატეგია აღმაშენებელმა” წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი მოქალაქეების ხელშია და არა ბიძინა ივანიშვილის ხელში.

„31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე და მინდა მოვუწოდო ყველას, თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ არამხოლოდ მომდევნო 4 წელი, არამედ განსაზღვროთ შემდეგი ათწლეულები - წავალთ წინ თუ წავალთ უკან. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა. ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ, ერთიან საქართველოს, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ადგილი და თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი. სამი დიდი კოლაფსური პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს ეს არის- ეკონომიკური კოლაფსი, კრიმინოლოგიური კოლაფსი და კორონა კოლაფსი და ჩვენ მზად ვართ გამოვიყვანოთ ამ კოლაფსიდან ქვეყანა.

ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს არის ის, რომ შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს სიღარიბეში ცხოვრებას და სწორედ ამიტომ ერთად დგომით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რომ რაც არ უნდა შეეცადოთ იცოდეთ, რომ არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და აუცილებლად გაგისტუმრებთ ოპოზიციაში”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა