სერგი კაპანაძე პრემიერის განცხადებაზე - „ოცნების“ მხრიდან ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციაზე, ურცხვი ტყუილია და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს.

კაპანაძის თქმით, ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, „ქართული ოცნებაა“.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხირდან ეს ბრალდება ურცხვი ტყუილია.

„ისინი ჯერ შეეცადნენ, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინათ თავიანთ მთავარ წარმატებად და სამარცხვინოდ საარჩევნო ბუკლეტებიც კი დაარიგეს, სადაც მარტო იმაზე იყო საუბარი თუ როგორ სძლიეს კოვიდს, ოღონდ შემდეგ ყველამ ვნახეთ თუ როგორ გაიზარდა რიცხვები, მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობამ.

ახლა ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე, სამარცხვინოდ ორშაბათიდან აპირებენ „ლოქდაუნს“, ოღონდ ამაზე მოსახლეობას არაფერს ეუბნებიან.

ამიტომ, მათი მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ და არა ოპოზიციური ძალები",- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გლობალური პანდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს