სერგი კაპანაძე - ხელისუფლება შაბათს შეიცვლება და ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველა სოციოლოგიურ კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 40%-ზე მეტს, ხოლო „ევროპული საქართველო“ მიიღებს მეტ ხმას, ვიდრე მას წინა არჩევნებში ჰქონდა.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ღრმად დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება. არ არსებობს არცერთი შანსი, რომ მათ 40%-ზე მეტი აიღონ, ასევე ვიცით, რომ „ევროპული საქართველო“ აიღებს მეტ ხმას და პროცენტს, ვიდრე ეს ჰქონდა წინა არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ 15%-მდე მივიდეთ. ყველა დანარჩენი საკითხი, სხვადასხვა კვლევაში, მათ შორის IPSOS-ში და სხვა კვლევებში, ჩანს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის ერთობლიობა, გვაძლევს ჩვენ იმის ღრმა რწმენას, რომ ხელისუფლება შაბათს შეიცვლება და ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც კითხვაზე - მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 23%; „ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ - 18%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „ლელო“ - 3%.

რაც შეეხება კიდევ ერთი კვლევის - Public Opinion Strategies შედეგებს, კითხვაზე, დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4,6%, „ახალი საქართველო“ - 4,5%, „ევროპული საქართველო“ - 4,3%, „ლელო“- 3,9%, „გირჩი“ - 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ - 2,2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ - 1,6%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა