სერგი კაპანაძე - მძიმედ არის „ქართული ოცნების“ საქმე, აგონიაში არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც ხელისუფლება შეინარჩუნონ

მძიმედ არის „ქართული ოცნების“ საქმე, აგონიაში არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც ხელისუფლება შეინარჩუნონ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებას, რომლის მიხედვითაც გახშირდა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა ხერხს იყენებს წინასაარჩევნოდ, მათ შორის მოსყიდვებს, ადმინისტრაციული რესურის გამოყენებასა და ოპოზიციის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება იყენებს მოსყიდვას, ძალადობას, განსაკუთრებით ამ კვირაში გააქტიურდა მოსყიდვის მიმართულება, პროდუქტებით დაწყებული და ფულით დამთავრებული.

მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რეალურად, „ქართული ოცნება“ ასევე იყენებს საჯარო მოხელეებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები. გარდა იმისა, რომ მედიაში გავრცელდა, რომ სუს-ის და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები როგორ არიან გადასროლილი უკვე ბოლო ერთი თვეა კონკრეტულ რეგიონებში, იმისთვის, რომ იქ მოახდინონ ხალხის მობილიზება და გამოიყენონ თავიანთი ადმინისტრაციული რესურსი.

წინასაარჩევნო პერიოდში ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირდპირ ხდება ოპოზიციის მიმართ უბრალოდ დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაღაც რადიკალური სცენარი ამის მაგალითია და ასევე ბრალდება, თითქოს წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიებს.

ამიტომ, ეს ყველაფერი აჩვენებს ერთადერთ რამეს და ეს არის სწორედ ასახული ამ მოხსენებაშიც, რომ მძიმედ არის „ქართული ოცნების“ საქმე, ისინი არიან აგონიაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც შეინარჩუნონ ხელისუფლება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო