გიორგი ვაშაძე - კობახიძე წადი სახლში, დაგვანებე თავი

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები ეცდებიან გაყალბების და დაშინების გზით ხმების მოპოვებას.

ვაშაძემ “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, ნუ დაკარგავენ გონს და მშვიდად და წყნარად გადაბარგდნენ ოპოზიციაში.

„ახალი კვლევები მიიღეს და სულ მთლად შეიშალნენ ჭკუიდან. რა განცხადებებს აკეთებენ?! რა სისულელეებს როშავენ?! სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალებებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ამოწურეს ამათმა თავისი თავი და ვეუბნები, რომ კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა. ეს უნდა დავასრულოთ ხალხო, აი, ეს სისულელეების მოროშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხომ არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო?! საღამოობით ფიქრობენ აი, რა მოვიფიქრო, რომ ხვალ ვთქვა და მერე ამ სისულელეებს ამბობენ. ერთხელ მაინც თვალი გაუსწორეთ იმ მძიმე რეალობას, რაშიც ქვეყანა თქვენ შეიყვანეთ. ნუ დაკარგეთ გონი, მშვიდად და წყნარად გადაბარგდით ოპოზიციაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო