პრემიერი - პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოვახერხებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს და ყველაზე დიდ ოცნებას - ევროკავშირის წევრობას მიაღწიოს, რომელზეც განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე როგორც ევროპულები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურად ევროპულს, როცა გვექნება სრული მორალური უფლება, რომ სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის ამ ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არჩევნები და გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში,“-განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა