კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება სამარცხვინოა

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს, „თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია”.

„სამარცხვინოს ვუწოდებ მე ამ დამოკიდებულებას უპასუხისმგებლო პარტიებისგან, თუმცა არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ კარგად დავინახეთ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და როგორ იქცევიან ახლაც. მე ვიტყოდი, რომ ეს კონკრეტული ძალები არის ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, აჩვენებდნენ ქვეყანას და მსოფლიოს თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს, როდესაც არიან ოპოზიციაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აჩვენონ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გლობალური პანდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე”,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა